მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველზე აქციის გამო მოძრაობა დროებით იზღუდება - იცვლება საზტრანსპორტის მარშრუტები

6249a274d719e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 17:31
4740
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, დღეს 18:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილსის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. გადაადგილების შეზღუდვების გამო შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტიც. 

„პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, ჟვანიასა და 9 აპრილის ქუჩების დახმარებით გადაადგილდნენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, გამოიყენონ გუდიაშვილის, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:

ავტობუსები - N301, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N346, N352, N358, N387, N388, ასევე, მიკროავტობუსები - N457, N472, N532, N540, N541, N580 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

ავტობუსები - N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, მ. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან და შემდგომ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები - N472, N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და მ. ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ავტობუსების - N344, N350, N371 და მიკროავტობუსის N547 მარშრუტი, გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები - N305, N309, N320, N325, N359, N393 და მიკროავტობუსი - N580 მგზავრთა მომსახურებას ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

რაც შეეხება N364-ს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს, შემდგომ კი სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N364 ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.