მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავში „რუსთავი მოლში“ ბავშვთა გასართობი ცენტრი გაიხსნება.
როგორც bm.ge-ის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „მპ დეველოპმენტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბავშვთა გასართობი ცენტრის მოწყობისთვის ჯამური ინვესტიცია 900 000 ლარამდეა.
აღსანიშნია, რომ „რუსთავი მოლი“ ექვსი თვის წინ „ვისოლ ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდა და როგორც კომპანიაში ამბობენ, სავაჭრო ობიექტის გახსნიდან ნახევარ წელიწადში კომერციული ფართის 98% უკვე ათვისებულია.
„საბავშვო გასართობი ცენტრი“ 15 ოქტომბერს უნდა გაიხსნას, სადაც იქნება ბატუტები, სათამაშო აპარატები და დაბადების დღის ცენტრი, რომლის სრული საინვესტიციო მოცულობა 900 000 ლარამდეა“, - უთხრეს BM.GE-ს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიაში.
მისივე ინფორმაციით, საბავშვო ცენტრის გარდა, წლის ბოლომდე „რუსთავის მოლის“ აუთვისებელ კომერციულ ფართში ახალი ბრენდები და კვების ობიექტიც იქნება წარმოდგენილი.
„მიმდინარე წლის ბოლომდე დაემატება კიდევ ისეთი ბრენდები, როგორიც არის Defacto; Factory; ჯი-პი-სი; ბატუტცენტრი; Grand Electronics და სხვადასხვა კვების ობიექტი“, - აცხადებენ კომპანია "ვისოლ ჯგუფში" და აღნიშნავენ, რომ ბრენდებთან დაკავშირებით, ინვესტიციის მოცულობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, დაახლოებით, ერთ თვეში ექნებათ.
ამ ეტაპზე „რუსთავი მოლში“ გახსნილ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში 3 500-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა რუსთავის მცხოვრებლები არიან.
რუსთავში სავაჭრო ცენტრი კომპანია „ვისოლ ჯგუფმა“ გასული წლის დეკემბერში გახსნა და პირველ ეტაპზე ინვესტიციამ 30 მილიონ ლარს გადააჭაარბა. „რუსთავი მოლში“ რამდენიმე ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორისაა „ვისოლ ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია „კარფური“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი