მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესება არაპრაქტკულია - ენერგეტიკის ექსპერტი

6316fab45d56a
BM.GE
06.09.22 12:22
582
დიდი შვიდეულის ქვეყნები სექტემბრის დასაწყისში რუსეთისთვის ნავთობის ზღვრული ფასის დაწესების შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნული სანქციის ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შემზღუდავი ზომების ზუსტ პირობებზე ერთსულოვნად შეთანხმდნენ. ფასის ლიმიტი სავარაუდოდ, ბარელი ნავთობის ღირებულების 60-70%-ზე განისაზღვრება.

სანქციას არაპრაქტიკულად მიიჩნევს საერთაშორისო ენერგეტიკის ექსპერტი ედ ჩოუ, მისი განმარტებით, ჯერჯერობით, თავად ამ სანქციის შინაარსიც გაურკვეველია.

"არაერთხელ მითქვამს, რომ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესების იდეის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ეს მიდგომა არაპრაქტიკული მგონია და ვფიქრობ, რომ ის არ გაამართლებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, თუ რამდენ ხანს გასტანა ამ პროცესმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინამ ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო, მაგრამ G7-ის ლიდერები ამ იდეის განხვილვაზე, მხოლოდ ივნისის ბოლოს შეთანხმდნენ. ამასთანავე, G7-ის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნახსენები არ იყო არც ზღვრული ფასის დაწესების გეგმა და არც ის ნიშნული, რომელზეც ფასი უნდა დარეგულირდეს", - განაცხადა ედ ჩოუმ BM.GE-სთან საუბრისას.

ედ ჩოუ ასევე საუბრობს მაღალ გაურკვევლობაზე ევროკავშირის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით, რასაც თან პოლიტიკური გაურკვევლობაც ერთვის.

"ტექნიკური გადმოსახედიდან, ევროკავშირს სანქციების პაკეტების გადახედვა მოუწევს, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსი სჭირდება, თუმცა როგორც ვიცით, უნგრეთი ამის წინააღმდეგია. ამასთანავე, მნიშვნელოვანი თემაა იტალიის საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ამ თვის ბოლოსაა ჩანიშნული. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებით მაღელვებს ისაა, რომ 5 დეკემბრიდან ძალაში შედის რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, მაგრამ არ არსებობს მისი გეგმა-გრაფიკი და თან, ბოლო კვირებში, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა“, - ამბობს ედ ჩოუ.