მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-იდან გაითიშება, EU რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ყინავს

621aabedb8f7e
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.22 02:37
1722
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. მისი განცხადებით, EU-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსული ბანკების ნაწილის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. 

"ეს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს, ფაქტობრივად, დაბლოკავს" - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

სანქციების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, EU-ს ფინანსურ სისტემაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას შეეხება. 

"ცენტრალური ბანკი მისი აქტივების განაღდებას ვეღარ შეძლებს", - წერს ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

დამატებითი ინფორმაცია, რუსეთის საბანკო სისტემის რა ნაწილი ჩაიხსნება SWIFT-იდან, ჯერ ცნობილი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები