მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ძალები უკან იხევენ - უკრაინელები აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში შევიდნენ

631cb3a398c2e
თამთა ჯიჯავაძე
10.09.22 19:49
5809
რუსმა სამხედრო ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში წამყვანი ქალაქები და დასახლებები დატოვეს. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მათი ჯარები კუპიანსკში შევიდნენ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების მთავარი „მომარაგების ჰაბი“ იყო.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქ იზიუმში მყოფმა მათმა სამხედროებმა უკან დაიხიეს. ამასთან, რუსული მხარე ამბობს, რომ მათი ძალები გავიდნენ კიდევ ერთი ქალაქიდან - ბალაკლიადან და დონბასისკენ „გადაჯგუფდნენ“.

ასევე, უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკის მახლობლად იმყოფებიან ლუგანსკის ოლქში, რუსული შეიარაღებული ფორმირებები კი ქალაქს ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გააკეთა.

როგორც BBC წერს, უკრაინული ძალების დღევანდელი წინსვლა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც აპრილში რუსებმა კიევი დატოვეს.