მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული Yandex-ი ისრაელის ბაზარზე ბიზნესს აფართოებს

61659da4c9fac
ნათია თაქთაქიშვილი
12.10.21 22:00
549
რუსული კომპანია Yandex-ი ისრაელის ბაზარზე ბიზნესს აფართოებს და E-scooter-ის მფლობელობაში მყოფი Wind-ის შეძენას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ Yandex-ი ისრაელის ბაზარზე Yango taxi-ის სახელით უკვე არის წარმოდგენილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული მიწოდების სერვისებში, თუმცა ამჯერად გაფართოებას სხვა მიმართულებითაც გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Globes-ი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გარიგება მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, თუმცა ფინანსურ პირობებს მხარეები არ ასაჯაროებენ.

გამოცემა წერს, რომ ისრაელში Wind-ის მფლობელობაში ყველაზე მეტი ელექტრო სკუტერია, რომელსაც ათობით ათასი მომხმარებელი ჰყავს, ისინი სავარაუდოდ Yango taxi-ის მომხმარებლები ავტომატურად გახდებიან.