მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი და ესპანეთის პილოტთა პროფკავშირი ხელფასების 20%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ

5f3e4e1be505c
თამთა ჯიჯავაძე
20.08.20 14:27
1135
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Ryanair-მა და ესპანეთის პილოტთა პროფესიულმა კავშირმა SEPLA-მ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით ესპანელ პილოტებს ანაზღაურება შეუმცირდებათ.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ანაზღაურება პილოტებს 20%-ით შეუმცირდებათ, თუმცა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ის კვლავ უნდა გაიზარდოს.

„ეს შეთანხმება, Ryanair-ს აძლევს შესაძლებლობას, რათა უფრო მოქნილი გახადოს თავისი ოპერირება კორონავირუსის კრიზისის პერიოდში და დაიწყოს აღდგენის პროცესი მას შემდეგ, რაც ბიზნესი დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას მომდევნო წლებში“, – აღნიშნულია კომპანიის რელიზში.

შეგახსენებთ, ირლანდიურმა ავიაკომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შემცირებული მოთხოვნის გამო, სექტემბერსა და ოქტომბერში ფრენების სიხშირეს 20%-ით ამცირებს.