მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო და სასამართლო რეფორმები მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვისთვის - ჟოზეპ ბორელი

6050c3e322cfd
ინგა მურუსიძე
16.03.21 19:40
1188
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელის თქმით, მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან ხაზი სასამართლო სისტემის რეფორმას გაუსვა.

„მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა გაიზარდოს მოსახლეობის მხრიდან, უნდა შეიქმნას ამის საფუძვლები“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.