მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება

63c1347c86128
BM.GE
13.01.23 14:34
712
ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს, კონცერტით დაიხურება. იქამდე კი, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, 13:00 საათიდან ეწვიონ ტკბილეულის ბაზრობას და სანტას სახლს, დაესწრონ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"13:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმობა SVANSIKH-ს.

რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე, ქარავნის სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია.

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში ამოქმედდა. სამი კვირის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ყოველდღიურად მოესმინათ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებისთვის, ბენდებისა და ანსამბლებისთვის. სამი სცენიდან ერთ-ერთი ეთმობოდა საბავშვო სტუდიებს. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობები და წარმოდგენები იმართებოდა", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.