მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია: "საკომისიოების შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით, შესაძლოა, ბანკებზე ზეწოლა გაიზარდოს"

6236e8fadf8af
სალომე ჭიპაშვილი
20.03.22 13:36
1178
„საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, თუ ფინანსური ინსტიტუტები,შემოსავლის ტრადიციულ წყაროების იმედად დარჩებიან, მათ პრობლემები აუცილებლად შეექმნებათ.

„საზოგადოებისა და მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობის შესაძლო ცვლილებების ზეგავლენით,უახლოეს მომავალში შესაძლებელია ბანკებზე ზეწოლა გაიზარდოს, იმისთვის, რომ შეამცირონ ან აღმოფხვრან სხვადასხვა სახის საკომისიოები. ეს კი ბანკების შემოსავლების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს“,- აცხადებს ძნელაძე.

როგორც ალექსანდრე ძნელაძემ BM.GE-ს განუმარტა, აშშ-ში ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ პანდემიით გამოწვეულმა ორწლიანმა ფულადი სტიმულირების კამპანიამ, შეიძლება ფედერალური სარეზერვო სისტემა აიძულოს, ფედერალური ფონდების განაკვეთი მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გაზარდოს. შედეგად, მათ შორის საქართველოშიც, 2022 წელს ფინანსური ინსტიტუტები შესაძლოა დაკრედიტების მოცულობების შემცირების პირისპირ დადგნენ.

„ამ ფონზე, საფინანსო ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანია შემოსავლის მიღების შესაძლებლობები სხვა სფეროებში ეძიონ. გაძლიერებულ ციფრულ სტრატეგიაზე გადასვლა, შემოსავლების ნაკადების გასაზრდელად წინგადადგმული ნაბიჯია. საცალო დაკრედიტების მხრივ, ციფრული ძალისხმევის აქცენტი ხშირად კეთდება, თუმცა ტრანსფორმაციისთვის კომერციული მხარეც მომწიფდა“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძე.

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ ინფორმაციით, ბიზნეს მსესხებლებს შორის, წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში მხოლოდ 1/3 აქვს საშუალება განაცხადები ციფრული პლათფორმის გამოყენებით წარადგინონ. ამ ჯგუფისთვის დოკუმენტის მომზადების ყველაზე დიდი გამოწვევა მონაცემთა განმეორებითი შეყვანის აუცილებლობებია. ციფრული განაცხადის პროცესი, რომელიც იმართება კონტრაქტის მართვის ინსტრუმენტებით, ამ პრობლემის გადაწყვეტის მარტივ გზას წარმოადგენს. ეს ინსტრუმენტები ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს ეფექტურობა გააუმჯობესებასა და კომერციული საბანკო და დაკრედიტების ბიზნესებისთვის დანახარჯების შემცირებაში ეხმარება. აგრეთვე, პროცესის გამარტივებისთვის, კონტრაქტის მართვის გადაწყვეტას შეუძლია კონტრაქტის მონაცემების ინტეგრირება ძირითად სისტემებთან, რითიც შესაძლებელია, სამუშაო ნაკადებში შეფერხებები შემცირდეს, ხელმოწერები გამარტივდეს და კონცეპტუალური ფუნქციის გამოყენებით ინტელექტუალური საძიებო ანალიტიკა გაუმჯობესდეს.