მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას არ ელის

62795ce2839b1
ალა ისპირიანი
09.05.22 23:20
959
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ გაამკაცრებს. ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ ისაუბრა. 

საქმე ის არის, რომ 11 მაისს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა იმართება, რომლის შემდეგ ცნობილი გახდება, მარეგულირებელი განაკვეთს შეარბილებს თუ გაამკაცრებს.

„იმედი მაქვს, მონეტარული პოლიტიკა არ გამკაცრდება, მაგრამ რომ არ შემსუბუქდება, ამაზე შეგვიძლია ცალსახად ვისაუბროთ. ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია და შესაძლოა, მინიმუმ შემოდგომამდე, კიდევ უფრო გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, რთულია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდება.

დღეს საკმაოდ მაღალია რეფინანსირების განაკვეთი - 11 %-ია ანუ უკვე მკაცრია მონეტარული პოლიტიკა და დიდი იმედი მაქვს, კიდევ უფრო გამკაცრების საჭიროება აღარ იქნება და სებ-ი განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან ეს მომხმარებელს, მოქალაქეებს უკვე საკმაოდ მძიმედ აწევს“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.