საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის მდომარეობით ქართულ ბანკებს სულ 43.2 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში კრედიტების ლარიზაციამ მაქსიმალურ ნიშნულს - 55.2%-ს მიაღწია. შედარებისთვის, ერთი წლის წინ კრედიტების ლარიზაცია 50%-ზე დაბალი იყო და 48%-ს შეადგენდა.
მთლიანობაში საბანკო პორტელიდან 23.86 მილიარდი ლარი ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული, ხოლო 19.38 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაში.
სესხების ლარიზაციის ზრდაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. მათგან პირველია 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემის აკრძალვა, რის გამოც ახალი საკრედიტო ნაკადის 2/3 ძირითადად ლარში გაიცემა. ხოლო მეორე ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსის გამყარება, რის გამოც წარსულში გაცემული დოლარის და ევროს სესხების მთლიანი ნაშთის მოცულობა შემცირების ტრენდს ატარებს.
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.27 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.41%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.07 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.56%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.44%-ით ნაკლები).
2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.38%-ით, ანუ 87.37 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 23.07 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.17 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.58 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.30 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი