საბანკო სექტორში არსებული კრედიტების ლარიზაციის წილი იზრდება - ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში სესხების ლარიზაციამ 55.03% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოიურ პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
ქართულ ბანკებს გაცემული აქვთ 24.65 მილიარდი ლარის მოცულობის ეროვნული ვალუტის კრედიტი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 20.15 მილიარდი ლარია.
“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.43%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.80%-ით მეტი).
2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა.
2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.06 პროცენტული პუნქტით,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.