მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სისტემა დღეს არსებულ გამოწვევას ძალიან მომზადებული ხვდება-გვენეტაძე

5e7fa36a353db
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 23:18
1123
საბანკო სისტემა დღეს ამ გამოწვევას ხვდება ძალიან მომზადებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საბანკო სექტორის ძირითადი მაჩვენებლები არის ძალიან კარგი. მან ამავე დროს აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია საკრედიტო აქტივობა გაგრძელდეს.

„ჩვენ ამავე დროს მკაცრი რეგულატორის სახელი გვაქვს და მე არასოდეს არ მეუხერხულება ხოლმე ამის, რადგან ეს არის ძალიან მნივშნელოვანი და კარგი, ის, რაც დღეს ჩვენ გვეხმარება. ძირითადი მაჩვენებლები რომ ავიღოთ საბანკო სექტორის, არის ძალიან კარგი. ეს არის იმის შედეგი, რომ გვქონდა გონივრული საზედამხედველო პოლიტიკა. ლიკვიდობა, კაპიტალი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ეს ძალიან კარგი მაჩენებელი გვაქვს.

ამავე დროს უმოქმედო სესხები, ანუ გაფუჭებული სესხები არის ისტორიულად დაბალ დონეზე, რაც ამავე დროს დაეხმარება ამ სიტუციას. ანუ რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა ძალიან ცუდია, ეს არ იყო ჩვენზე დამოკიდებული, მოხდა, მაგრამ ახლა ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ და ჩვენ ამისთვის მომზადებული ვართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის მზაობა, რომელითაც საბანკო სექტორი შეხვდა, არის გარანტია იმის, რომ დეპოზიტები, რომელიც არის ბანკებში განთავსებული, იყოს დაცული. როდესაც ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ იმას არ აქვს მნიშვნელობა, რომ დავიცვათ დეპოზიტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საკრედიტო აქტივობა უნდა გაგრძელდეს.

ის, რომ ახლა უსაფრთხოების ბალიშები გვაქვს, რომელსაც ჩვენ ბუფერებს ვეძახით, ეს ბუფერები საშუალებას გვაძლევს, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს და საბანკო სისტემამ შეძლოს ბიზნესის დაფინანსება, რადგანაც ეს არის აუცილებელი და როდესაც ამ რთულ პერიოდს გავივლით. მერე უკვე დადგება პერიოდი ვთქვათ კაპიტალის დაგროვების და ა.შ. მაგრამ ამ პერიოდს ეს კარგად გადაგვატანინებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მან ასევე დოლარიზაციის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და დოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ასეთ რამეს, რატომ არის დღეს მაგალითად ადამიანისთვის ეს სიტუაცია ძალიან რთული. რთულია მაშინ როდესაც დოლარში არის აღებული სესხი. თუ თქვენ უყურებდით ეროვნული ბანკის და ჩემს გამოსვლებს, მთავარი რასაც ვამბობდით არის ის, რომ დოლარიზაცია არის ძალიან დიდი გამოწვევა და დოლარიზაცია უნდა შემცირდეს. ამისთვის მიზანმიმართულ ნაბიჯებს ვდგამდით. სხვათაშორის საკმაოდ წარმატებულად. რაც ნიშნავს, რომ დღეს იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა დაზარალებული ამ გაუფასურებისგან არის გაცილებით ნაკლები, ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა“.