მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთი არავაქცინირებულ მოქალაქეებს ახალ შეზღუდვებს უწესებს

6127be20d9758
BM.GE
26.08.21 20:16
2989
საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია, ახალ რეგულაციებს უწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან, უკანასკნელ ექვს თვეში კორონავირუსის გადატანის ან აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველკვირეულად მოუწევთ საკუთარი ხარჯებით სწრაფი ტესტის გაკეთება.

ის პირებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საგანმანათლებლო, ტურიზმის, სარესტორნო ან გართობის სექტორში სწრაფი ტესტის გაკეთება კვირაში ორჯერ მოუწევთ. მსგავსი მოთხოვნები ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც.

აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ. გარდა ამისა, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისათვის აუცილებელია სწრაფი ტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა.