მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი კოვიდ-პასპორტის მქონე ტურისტებს მიიღებენ

602bd002b51b4
ნათია თაქთაქიშვილი
16.02.21 20:50
1538
საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვით კოვიდ-პასპორტის მქონე ტურისტები აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობას თავისუფლად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეთანხმებას, რომელიც პანდემიის პირობებში ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ძალაში პირველი აპრილიდან შევა. მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ეს შეთანხმება ერთ-ერთი პირველია, რომელიც კოვიდ-პასპორტის მქონე ტურისტებს მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე კი შესაძლებელია დაინერგოს მოგზაურობის ანალოგიური მოდელი მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები