მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთში დღეიდან აუცრელი თანამშრომლების კოვიდ-ტესტირება სავალდებულო ხდება

613f7dcbac18d
ნათია თაქთაქიშვილი
13.09.21 22:25
742
საბერძნეთში დღეიდან, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების კოვიდზე ტესტირება სავალდებულო ხდება. საბერძნეთის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანა ვაქცინაციის ტემპებით ევროპის დანარჩენ წევრ ქვეყნებს ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულებს მოუწევთ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა ან კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯებით კოვიდზე ტესტირების ჩატარება.

ანალოგიური რეგულაციები გავრცელდება სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებაზე, მაგალითად როგორიც არის სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება ან მუზეუმების და არქეოლოგიური ადგილების მონახულება.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის აუცრელი მოქალაქეები ასევე ვერ შეძლებენ დაესწრონ კინოსეანსებს ან ეწვიონ რესტორნებს  კოვიდ-ტესტზე ნეგატიური პასუხის გარეშე.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე საბერძნეთის მოსახლეობის 56%-ია სრულად ვაქცინირებული, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნების მასშტაბით სრულად ვაქცინირებულთა წილი 60% უტოლდება.