მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა სრულმაშტაბიანი ეკონომიკური ემბარგო და რუსეთის პოლიტიკური ოლიგარქიის სრული სანქცირება - EUGBC

621782dfc1531
ინგა მურუსიძე
24.02.22 17:23
1229
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

მისი თქმით,  ევროპის ქვეყნების თავისუფლების, განვითარების და ასევე, ევროპული ღირებულებების შენარჩუნების გზა გადის უკრაინაზე.

"ჩვენ წინა განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განვითარების გზა გადის უკრაინაზე. ახლა სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ევროპის ქვეყნების თავისუფლების, განვითარების და ასევე, ევროპული ღირებულებების შენარჩუნების გზა გადის უკრაინაზე.

რუსეთის, როგორც სამხედრო აგრესორის, მიერ მსოფლიო თანამეგობრობის გამოწვევა უპრეცენდენტო შანტაჟია და ჩვენდა სამწუხაროდ, იკვეთება რეალური პოლიტიკის გლობალური პრობლემები.

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უნდა იყოს მიღებული გაცილებით უფრო მკაცრი სანქციები, მეტი თანადგომა უკრაინას, რომელიც პრაქტიკულად იძულებულს გახდის რუსეთს შეაჩეროს ევროპული ქვეყნების ოკუპაცია, განსაკუთრებულად მკაცრ, სრულმაშტაბიან ეკონომიკურ ემბარგოს, რუსეთის პოლიტიკური ოლიგარქატის სრულ სანქცირებას და ასევე, რუსეთის მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე და არა მარტო, შეუძლია გამოიწვიოს რუსული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის შიგნით განხეთქილება, რაც სავარაუდოდ დააჩქარებს პუტინის რეჟიმის არსებობის დასასრულს.

ადამიანები, ვისაც სურთ 21-ე საუკუნეში იცხოვრონ ომებისა და არასტაბილური ვითარების გარეშე, უნდა გაერთიანდნენ რუსეთის, როგორც აგრესორის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და მხარს ვუჭერთ უკრაინის თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას", - ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს განცხადებაში.