მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის ვაქცინა? ეს არის თქვენი კრიზის-მენეჯმენტი? - ანა ნაცვლიშვილი მთავრობას

60d1b2c91b2b7
ინგა მურუსიძე
22.06.21 14:10
629
სად არის ვაქცინა? ეს არის თქვენი კრიზის-მენეჯმენტი? - ამ კითხვით მიმართავს „ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი მთავრობას. ეს განცხადება ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობა მოქალაქეებს ტკივილიანი სიკვდილისთვის წირავს მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობა არ უნდა.

„დღეს, როცა ვირუსს ვებრძვით, მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების ხელში არ არის. ეს არის ვაქცინა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების სიცოცხლე იყოს დაცული. სად არის ვაქცინა? ადამიანები, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ და მივიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად, მოაბრუნეს უკან და ვერ ეუბნებიან კონკრეტულ პასუხებს, როდის მოხდება ვაქცინირება.

მხოლოდ მოქალაქეების 2% არის აცრილი დღეისთვის. ეს არის წარმატებული ვაქცინაცია და პასუხისმგებელი სახელმწიფო? ეს არის კრიზისის მენეჯმენტი? სად არის სახელმწიფოს პასუხები? დერეფნებში გარბიან მინისტრები და ძლივს ეწევიან ჟურნალისტები, არამედ პასუხისმგებლიანი, სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ და რა ვადებში, რომელი ვაქცინით და როდის დასრულდება ვაქცინაცია?“, -მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობას.

ანა ნაცვლიშვილმა ასევე თხოვნით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს საზღვარგარეთ საზფხულოდ დასაქმების მსურველთა ვაქცინაციის საკითხი, მათ შორის სტუდენტების, რადგან აცრის გარეშე ისინი სამუშაოდ ვერ მიდიან.

ანა ნაცვლიშვილს კუჭავამ უპასუხა, რომ ამ გამოწვევას მიიღებს.