მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და რა მიზნით იმოგზაურეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის შიგნით - სტატისტიკა

5ee754566ba72
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 15:40
1110
2020 წლის პირველ კვარტალში 15 წელს ზემოთ 887.2 ათასმა მოქალაქემ 1.0 მლნ ადგილობრივი ვიზიტი განახორციელა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, შესრულებული ვიზიტების რაოდენობიდან 430.2 ათასი იყო ტურისტული, ხოლო 609.4 ექსკურსიული ტიპის ვიზიტი.

ამასთან, იანვარ-მარტში ადგილობრივი ვიზიტების უმრავლესობა თბილისის მმიმართულებით იყო განხორციელებული და ვიზიტების მიზანი კი ნახევარზე მეტ შემთხვევაში მეგობრებისა და ნათესავების მონახულება იყო.

აღსანიშნავია, რომ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 32.1% თბილისის მაცხოვრებელია, 15.0% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.5% - ქვემო ქართლის რეგონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით, ასეთია:

• მეგობრების/ნათესავების მონახულება - 556.7 ათასი, 53.5%;
• შოპინგი - 144.7 ათასი, 13.9%;
• მკურნალობა, გაჯანსაღება - 104.3 ათასი, 10%;
• მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვ.) – 100.3 ათასი, 9.6%;
• პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 57.3 ათასი, 5.5%;
• დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 48.2 ათასი, 4.6%;
• რელიგია/მომლოცველობა - 13.9 ათასი, 1.3%;
• განათლების მიღება - 1.7 ათასი, 0.2%
• სხვა - 12.5 ათასი, 1.2%.

რაც შეეხება ყველაზე მეტად მონახულებად ადგილებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი ქ. თბილისში (საშუალოდ 305.1 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 178.5 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა. პროცენტულად კი მონახულებული რეგიონების სტატისტიკა შემდეგია:

• ქ. თბილისი - 29.3%;
• იმერეთი - 17.2%;
• აჭარის ა/რ - 11.1%;
• შიდა ქართლი - 8.1%;
• ქვემო ქართლი - 7.7%;
• კახეთი - 7.2%;
• სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5.6%;
• მცხეთა-მთიანეთი - 4.9%;
• სამცხე-ჯავახეთი - 4.4%;
• სხვა რეგიონები - 4.4%