25.თებერვალი .2020 00:20

სად მოგზაურობენ ქართველები ყველაზე ხშირად - ქვეყნების რეიტინგი

views 1193
უკან

2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოეთში საქართველოს 628,000 რეზიდენტი იმყოფებოდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

ანგარიშის მიხედვით, ამ პირებიდან 344,000 ვიზიტორი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ ღამეზე მეტი ხნით დარჩა, შესაბამისად, ისინი ოფიციალური მეთოდოლოგიით ტურისტებად ითვლებიან, 284,000 ვიზიტორი კი, ერთ დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, ეს ვიზიტები "ექსკურსიულ ვიზიტებად" ითვლება. 

საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 263.2 ათასი და 111.7 ათასი ვიზიტი. ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების პროცენტული განაწილება ასეთია:

1) თურქეთი - ვიზიტების 39.3%;
2) აზერბაიჯანი - 16.7%;
3) ევროკავშირი ჯამურად - 15.2%;
4) სომხეთი - 12%;
5) რუსეთის ფედერაცია - 8.7%;
6) უკრაინა - 1.1%; 
7) სხვა - 7%.

საქსტატის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტების მთავარ მიზანს მეგობრების/ნათესავების მონახულება წარმოადგენს. 

ვიზიტები მიზნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1) მეგობრების/ნათესავების მონახულება - 223,500 ვიზიტორი;
2) საყიდლები - 199,800 ვიზიტორი;
3) პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 111,900 ვიზიტორი;
4) დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 68,100 ვიზიტორი;
5) მკურნალობა, გაჯანსაღება - 13,900 ვიზიტორი;
6) სხვა მიზნები - 11,400 ვიზიტორი.