29.თებერვალი .2020 14:14

სადაზღვევო ინდუსტრია უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ითხოვს

views 379
უკან

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემდეგ სადაზღვევო ინდუსტრია კიდევ ერთი სავალდებულო დაზღვევის პროდუქტის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს, რაზეც ჰქონდათ კიდეც საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე.

საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შემოსული ტურისტებისათვის შეიქმნას სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს გამოუთავისუფლებს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, წლის განმავლობაში უცხოელ ტურისტებზე ჯანდაცვის სისტემიდან სახელმწიფო დაახლოებით 20 მილიონ ლარს ხარჯავს.

„რატომ უნდა იხადოს ჩვენმა საყოველთაომ, ჩვენი გადასახადებიდან მოკრეფილმა უცხოელის მომსახურების ფული, რომელმაც უბრალოდ არ იზრუნა იმაზე, რომ შესაბამისი სადაზღვევო დაფარვა ჰქონოდა საკუთარი ქვეყნიდან? საზღვარიც ისეა მოწყობილი, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ჩვენ მივდივართ, არ თხოვს მას ამ სამოგზაურო დაზღვევას, ყოველ შემთხვევაში სამოგზაურო დაზღვევის არარსებობა არ არის მიზეზი იმისა, რომ არ შემოუშვან საქართველოში.

ეს უნდა აღმოვფხვრათ, ჩვენი საუბარი სწორედ იქითკენ მიდიოდა, რომ სრულფასოვანი სამოგზაურო დაზღვევა კი არ გავაკეთოთ, არამედ სტანდარტული პროდუქტი გავაკეთოთ, რომელიც დაფარავს იმას, რასაც დღეს საყოველთაო ფარავს და ეს არის რამდენიმე ლარი თითო შემოსვლაზე. ეს რამდენიმე ლარი საბიჯეტო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეკონომია იქნება“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა