მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიები იძულებული არიან პოლისები გააძვირონ - დევი ხეჩინაშვილი

603cfddc1df45
ელენე გოგბერაშვილი
01.03.21 21:35
971
ბოლო პერიოდში გაუფასურებულმა ლარმა, ინფლაციურმა პროცესებმა და პანდემიის გამო შექმნილმა პრობლემებმა არაერთი სექტორი დააყენა ფასების გადახედვის წინაშე, გამონაკლისი არც სადაზღვევო ბიზნესია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა მეტწილად დამოკიდებულია სამედიცინო მომსახურებისა და სერვისების ფასებზე, სადაზღვევო სექტორი პოლისების გაძვირების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

რამდენით გაუძვირდებათ ინდივიდუალურ და კორპორატიულ კლიენტებს სადაზღვევო პრემია, ჯერჯერობით პასუხი სადაზღვევო ასოციაციაში არ აქვთ. თუმცა როგორც bm.ge-ს ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა უთხრა, კომპანიები იძულებული არიან ჯანმრთელობის დაზღვევის ფასი გაზარდონ.

„სადაზღვევო კომპანიები იძულებულნი არიან შესატყვისი ღონისძიებები, მათ შორის ფასთწარმოქმნაში ასახონ. რამდენად შეძლებენ ამას და ვინ, ამას ბაზარი დაარეგულირებს.

ჩვენი მოსახლეობა უფრო ინტენსიურად იყენებს კერძო დაზღვევას. კოვიდის პირობეშიც კი იზრდებოდა ჯანმრთელობის დაზღვეულთა რაოდენობა და შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ რაღაც დონემდე აიტანენ ფასების ზრდას, რადგან ხედავენ, რომ ეს ობიექტურია. მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ფასების ზრდა ჩამორჩება, სამედიცინო მომსახურებასა და წამლებზე ფასების ზრდას.

კოვიდის დამცავი საშუალებები ძალიან ზრდის ფასებს. რატომ გვიკვირს, ყველაფრის ფასი გაიზარდა და რას იზამენ კომპანიები, რთული საკითხია. ეს თვითონაც არ იციან სადაზღვევოებმა. მათაც არ აწყობთ სერვისის ფასის ზრდა, რადგან ეს არ მოქმედებს ბაზარზე კარგად, მაგრამ ფაქტიურად იძულებული არიან. ელემენტარულად ამბულატორული სერვისები რამდენიმე ათეული ლარით არის გაზრდილი მარტო იმიტომ, რომ შესაბამისი ერთჯერადი აღჭურვილობაა საჭირო, ექიმს პაციენტთან რომ ჰქონდეს ურთიერთობა. ეს აისახება პოლისის ფასზე.

შესაბამისად კონტრაქტების განახლებები იქნება და ამ დროს იქნება საუბარი კონკრეტულად ფასების ზრდაზე. მოხმარებლისთვის არ არის ეს მოულოდნელი, რადგან ყველა დადის აფთიაქში, დადის ამბულატორიაში და იციან რა ხდება“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.