26.სექტემბერი .2021 20:16

სადაზღვევო კომპანიებმა წელს 448 მილიონის შემოსავალი მიიღეს

სადაზღვევო კომპანიებმა წელს 448 მილიონის შემოსავალი მიიღეს
views 465
უკან

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის 6 თვის სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული პირდაპირი პრემიის მოცულობამ 448.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც სამედიცინო დაზღვევაზე 194.9 მლნ ლარი მოდის, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13.7%-ით აღემატება.

მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა დაზღვევის სახეობების მიხედვით ასეთია:

1. სამედიცინო დაზღვევა - 194.9 მლნ ლარი, ზრდა - 13.7%;
2. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 74.5 მლნ ლარი, ზრდა - 26.3%;
3. ქონების დაზღვევა - 74 მლნ ლარი, ზრდა - 25.5%;
4. სიცოცხლის დაზღვევა - 31.3 მლნ ლარი, ზრდა - 18.9%;
5. სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 21 მლნ ლარი, ზრდა - 4.2%;
6. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 17.5 მლნ ლარი, ზრდა - 28.5%;
7. უბედური შემთხვევის დაზღვევა - 8.6 მლნ ლარი, ზრდა - 19.1%;
8. დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისაგან - 7.2 მლნ ლარი, ზრდა - 44%;
9. ტვირთების დაზღვევა - 5 მლნ ლარი, ზრდა - 17.5%;
10. ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა - 4.98 მლნ ლარი, ზრდა - 0.8%;
11. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა - 3.9 მლნ ლარი, ზრდა - 303%;
12. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა) – 2.7 მლნ ლარი, ზრდა - 10.7%;
13. სამოგზაურო დაზღვევა - 2.2 მლნ ლარი, ზრდა - 15.7%;

ამ ძირითადი სახეობების გარდა, სადაზღვევო სერვისების მომხმარებლები მცირე მოცულობით მცურავი სატრანსპორტო საშუალებების, საკრედიტო ვალდებულებათა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევასაც ახორცილებენ.

რაც შეეხება დაზღვევის ყველაზე მოთხოვნადი პირველი სამი სახეობის მიხედვით მოზიდული პრემიისა და კომპანიების მიხედვით ბაზრის წილის განაწილებას, ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და კომპანიების წილები ასე გამოიყურება:



2021 წლის 6 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით სულ, კომპანიების წილი კი ასე ნაწილდება:



ამავე პერიოდში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით ასეთია: