მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორის ჩართვა საყოველთაო დაზღვევის კომპონენტში - რას ითხოვს სადაზღვევო ინდუსტრია

5ebfcb6d1127f
ანუკა ჯოხაძე
16.05.20 18:00
1061
სადაზღვევო კომპანია Global Benefit Georgia-ს გენერალური დირექტორი ნინა კობახიძე BM.GE-ისთან იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც სადაზღვევო ინდუსტრია კორონავირუსის პანდემიამ დააყენა.

მისი თქმით, დღეს მთავარი საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური საბაზრო პირობების შექმნაა.

ამასთან, კობახიძე საუბრობს სადაზღვევო სექტორის საყოველთაო დაზღევის კომპონეტში ჩართულობაზეც და ამბობს, რომ ეს საბიუჯეტო თანხებს უფრო მეტად გამოათავისუფლებს.

"თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შემცირდება სადაზღვევო პრემიები და გაყიდვებში პრობლემები შეიქმნება, ასევე, მნიშვნელოვნად შევფერხდებით სავალდებულო დაზღვევის პროცესშიც, რომელიც დაწყებული გვქონდა და საკმაოდ ეფექტურად მივიწევდით წინ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენი აზრით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე საყოველთაო შინაარსის დაზღვევების ამოქოქვა, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, საყოველთაო დაზღვევაზე დაშენებითი პროდუქტების რეალიზაციის თვალსაზრისით, რადგან დავინახეთ, რომ ჯანდაცვა არის ის სფერო, რომლის წინაშეც ყველა ჩერდება. ვფიქრობ, სადაზღვევო სექტორის აქტიურად ჩართულობა საყოველთაო დაზღვევის კომპონენტში სახელმწიფოს უფრო შეუმსუბუქებს ტვირთს და საბიუჯეტო რესურსს უფრო მეტად გამოათავისუფლებს”, - აცხადებს „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინა კობახიძე.