მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მიმდინარე ფასები და ფიუჩერსები მკვეთრად ეცემა

62c529b7f0114
გიორგი თოლორდავა
06.07.22 10:21
1323
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლი ნავთობის ფასების დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 48 საათში ბარელი ნავთობის ღირებულება 7.5%-ით შემცირდა, რაც ვარდნის საკმაოდ მკვეთრი მაჩვენებელია.

ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 103 დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 4 ივლისს მისი ფასი 113.5 დოლარს შეადგენდა; WTI Crude-ის სავაჭრო ფასი კი ამჟამად 99-დოლარიან ნიშნულამდეა შემცირებული, ამ შემთხვევაში, შემცირების მაჩვენებელი 9 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ფიუჩერსულ კონტრაქტებს, ბირჟაზე ნავთობის სამომავლო ფასებთან მიმართებით დაღმასვლის გაცილებით მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება.

ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტების ფასები თვეების მიხედვით:

2022 წლის აგვისტო - $99.5
2022 წლის სექტემბერი - $96.5
2022 წლის ოქტომბერი - $93.4
2022 წლის ნოემბერი - $90.6
2022 წლის დეკემბერი - $88.3
2023 წლის იანვარი - $87.3
2023 წლის თებერვალი - $85.1
2023 წლის მარტი - $84.4
2023 წლის აპრილი - $82.7

ნავთობის ფასების შემცირება, უმეტესწილად, გლობალური ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებითაა განპირობებული. მსოფლიოს მასშტაბით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდება და, სავარაუდოდ, 2022 წლის მეოთხე კვარტლიდან დასავლური ეკონომიკების დიდი ნაწილი რეცესიაში გადაეშვება, რაც, თავის მხრივ, ნავთობსა და საწვავზე მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები