მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს - თენგიზ ცერცვაძე

5ea1a8669cf33
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 18:41
1436

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელებისთვის რისკის შემცველია და ამას სამეცნიერო კვლევები არ სჭირდება.

მისი თქმით, ის პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა თავის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის დააფიქსირებს.

“ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იმისგან, რომ ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ეს საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა ამისთვის საჭირო არ არის”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.