მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

5d9df07e7c7d8
BM.GE
09.10.19 18:35
877
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში როგორც მაკროეკონომიკური, ისე ფისკალური პარამეტრები შენარჩუნებულია კანონპროექტის პირველი ვარიანტით განსაზღვრულ დონეზე, თუმცა მისი თქმით, წინა კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნები ძალაში რჩება და ამის შესახებ პლენარულ სესიაზეც იქნება საუბარი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა 92.8 მილიონი ლარით იზრდება და 12 965.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელების - 223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ–ს მიაღწევს. გარდა ამისა, იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით, შსს–ს დაფინასება - 25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი სესიაზე განსახილველად მომავალ კვირას გავა.