რიგები გადამზიდავი კომპანიების ოფისებთან და ამანათებით გადატვირთული საწყობები - ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა ამანათების გაცემა გართულდა. ყველაზე მეტად კი ზარალდებიან ის მომხმარებლები, რომლებსაც თანხები ექსპრეს გადაზიდვაში აქვთ გადახდილი და ამანათებს მოკლე ვადებში ელოდებიან.
მიზეზი მიმდინარე წლის მაისში ამოქმედებული მომსახურების მოსაკრებელია, რომლის გადახდაც 14 მაისიდან მომხმარებლებს უწევთ. იმ შემთხვევაში თუ ამ თანხის წინასწარ გადახდა არ მოხდება, გადამზიდავი კომპანიები ამანათების გაცემას ვერ ახერხებენ. წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით მსხვილი გადამზიდავი კომპანიები ფინანსთა მინისტრს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ.მათი მთავარი მოთხოვნა მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ვადის 30 დღით გახანგრძლივებაა.
გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, რომ ამანათების დაგვიანების შემთხვევებთან დაკავშირებით უკვე მათ უცხოელ პარტნიორებსაც კითხვები აქვთ.
“ფინანსთა მინისტრისგან იქნებ მივიღოთ რაიმე სქემა, რომ გამარტივდეს ეს პროცედურა, რათა ჩვენს მომხმარებლებსაც არ შეექმნათ სირთულეები ამ კუთხით და დროულად მიიღონ თავიანთი გზავნილები. მაგალითად გადასახადის გადასახდელად 30 დღის ვადა დააწესონ და ჩვენ ნუ დაგვაკისრებენ გადასახადის აკრეფაზე კონტროლს, რადგან ვფიქრობ, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის", - ამბობს UPS-ისა და UPS SCS-ის საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი.
ასევე მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა არ უნდა იყოს მიბმული ამანათის ჩაბარებაზე, როგორც ეს მაგალითად დღგ-ს გადახდის შემთხვევაში ხდება.
“ვითხოვთ, რომ გადასახადის გადახდა არ იყოს მიბმული გზავნილის ჩაბარების პერიოდზე. მოქალაქემ გადაიხადოს გადასახადი მას შემდეგ, რაც ჩაბარდება გზავნილი. ეს არის პრობლემის მოგვარების ძალიან მარტივი გზა, ისე რომ არ დავაზიანოთ ბიუჯეტი და არ იყოს შეფერხებული გადასახადების ამოღება.”-აცხადებს FedEX-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი.
ცნობისთვის, 14 მაისიდან მოქალაქეებს საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიღების შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა უწევთ. ცვლილებების მიხედვით, რომელმაც მოქალაქეებს მომსახურების ახალი მოსაკრებელი დააკისრა, გადასახადის ღირებულება დამოკიდებულია თავად პროდუქციის ღირებულებაზე. თუ საქონელი 300-3000 ლარამდე ღირებულებისაა მომსახურების საფასური 20 ლარია, 3000-10000 ლარამდე ღირებულების ნივთის შემთხვევაში კი 100 ლარი.
ცვლილებების ამოქმედებამდე 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი აღნიშნული მოსაკრებლისგან თავისუფალი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი