მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი ავიაინდუსტრიის მხარდასაჭერად $17 მილიარდს გამოყოფს

5ee0a3144ad5f
ნათია თაქთაქიშვილი
10.06.20 16:35
846
საფრანგეთი 17 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს საკუთარი ავიაინდუსტრიის მხარდასაჭერად. როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, ავიაბაზარზე კონკურენციის შენარჩუნება, რადგან სექტორის მხადასაჭერად აშშ და ჩინეთი ძალებს არ იშურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლემარის განცხადებით, ფინანსური რესურსი დაეხმარება 100,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში მომავალი 6 თვის განამავლობაში. ასევე, ფრანგული კომპანიები, აშშ-ის Boeing და ჩინეთის COMAC-ის მსგავსად, არ შეწყვეტენ თვითმფრინავების წარმოებას.

„ჩვენ არ დავუშვებთ გლობალური ავიაინდუსტრიის ბაზარზე მხოლოდ ორი მოთამაშე იყოს - აშშ და ჩინეთი. საფრანგეთი აუცილებლად იქნება ამ ბაზარზე წარმოდგენილი“, - განაცხადა ლე მარიმ.

როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, 17 მილიარდი აშშ დოლარიდან 7.9 მილიარდი Air France-ის მხარდასაჭერად დაიხარჯება, 1.7 მილიარდი აშშ დოლარი კი, ნახშირბად-ნეიტრალური თვითმფრინავების აგებისთვის არის განკუთვნილი, რომლის განვითარებაც 2035 წლამდე იგეგმება.

„საფრანგეთი იქნება ის ევროპული ქვეყანა, რომელსაც „მომავლის თვითმფრინავების“ წარმოება შეუძლია“, - განაცხადა ბრუნო ლე მარიმ.