მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ციფრული გადასახადის დაწესება გადადო

5e28a7f018d41
BM.GE
22.01.20 23:48
1148
საფრანგეთმა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ციფრული გადასახადის დაწესება გადადო. ამით მან თავიდან აირიდა აშშ-ისთან სავაჭრო ომი. როგორც „ევრონიუსი“ წერს, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ მან და მისმა ამერიკელმა კოლეგამ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

შეგახსენებთ, საფრანგეთი აპირებდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, მათ შორის Google-ისთვის, Apple-ისთვის, Facebook-ისა და Amazon-ისთვის ციფრული გადასახადის დაწესებას. კერძოდ, გადასახადი ყველა იმ კომპანიას შეეხებოდა, რომელთა გლობალური შემოსავლები 750 მილიონ ევროს აჭარბებს, ხოლო საფრანგეთში 25 მილიონ ევროს.

როდესაც ციფრული გადასახადის დაწესების შესახებ საფრანგეთმა განაცხადა, აშშ-ი საპასუხო ზომების სახით პარიზს სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის ყველსა და ღვინოზე ტარიფების დაწესებით დაემუქრა. თუმცა, როგორც ჩანს მხარეებმა უკან დაიხიეს და სავაჭრო დაძაბულობის განმუხტვა გადაწყვიტეს.