მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში პირბადის ტარება საჯარო დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება

5f104d4617955
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.20 21:40
973
მომავალი კვირიდან საფრანგეთში პირბადეების ტარება საჯარო დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. 

პრემიერი ასევე აცხადებს, რომ პირბადის ტარება ერთადერთი გამოსავალია ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. საფრანგეთის მთავრობა უერთდება ევროპის დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც ნიღბის გამოყენებას ერთადერთ ეფექტურ საშუალებად თვლიან.

შეგახსენებთ, მარტში საფრანგეთის მთავრობა აცხადებდა, რომ პირბადეების გამოყენება აუცილებელი არ იყო, თუკი ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა.

საფრანგეთის ეროვნული ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ჟერომე სალმონის განცხადებით, ცოდნის და გამოცდილების გადაფასება ხდება და ამჟამად პირბადის ტარებისკენ მოწოდება კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილი გახდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში პირბადეს ტარება უკვე სავალდებულოა საჯარო ტრანსპორტით მგზავრობისას.