მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში საპენსიო ასაკის ზრდა იგეგმება

63bec9115cc36
მარიამ ვარადაშვილი
12.01.23 18:38
1151
საფრანგეთის მთავრობა საპენსიო რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის 2 წლით ზრდას გეგმავს.

“გათვიცნობიერებული გვაქვს, რომ ახალი სისტემა კითხვებსა და ბრაზს გააჩენს ფრანგ ხალში”,-განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ელიზაბეტ ბონმა. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს მთავრობა ოფიციალურად მომდევნო კვირებში წარადგენს და მასზე საჯარო მსჯელობა გაიმართება.

პრემიერის თქმითვე, მთავრობა საპენსიო ასაკის 2 წლით 64 წლამდე ზრდას 2030 წლისთვის გეგმავს. მართლაც მოსალოდნელია, რომ საპენსიო ასაკის ზრდას საზოგადოების მხრიდან სერიოზული კრიტიკა მოჰყვება. მოქმედი კანონმდებლობით საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62 წელია, რაც უფრო დაბალია, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

ამას გარდა, ქვეყანაში ზოგიერთი საჯარო სექტორი ვალდებულია დასაქმებულები პენსიაზე 62 წლამდე ადრე გაუშვან. 2019 წელს ემანუელ მაკრონის მთავროვამ შეიმუშავა ქულებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევდა პენსიაზე გასულიყო იმ შემთხვევაში თუ გარკვეული რაოდენობის ქულებს დააგროვებდნენ. ამ ინიციატივასაც საზოგადოების მხირიდან კრიტიკა მოჰყვა.