საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT და სანაოსნო კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის გაუქმებას. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამ სტატუსის მოპოვება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, უშუალოდ ეწეოდნენ დადგენილებაში ზუსტად განსაზღვრულ IT ან სანაოსნო მომსახურებას ან მათი დამფუძნებელი კომპანია იყო დაკავებული აღნიშნული საქმიანობით.
როგორც bm.ge-ის BDO Legal-ში განუცხადეს, ახალ ინიციატივას უკვე აქვს გარკვეული გამოძახილი და დაინტერესება.
„მაგალითისთვის, შეგვიძლია დავასახელოთ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული IT კომპანია EPAM Systems, Inc წლიური $9 მილიარდი შემოსავლით, რომელმაც უკვე დაიწყო პროცედურები საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის. ეს აჩვენებს, რომ ასეთი ტიპის რეჟიმების არსებობა საინტერესოა უცხოური კომპანიებისთვის და თუ ჩვენ შევქმნით საამისოდ სწორ ნიადაგს და ჯანსაღ საინვესტიციო კლიმატს, არის შანსი, რომ კიდევ არაერთი კომპანია დაინტერესდეს შემოთავაზებული შეღავათებით და სრულად თუ არა გარკვეული ბიზნეს პროცესები გადმოიტანოს საქართველოში“, - ამბობენ კომპანიაში, თუმცა BDO Legal-ის პარტნიორი დავით გელაშვილი ახალი სტატუსის გამოწვევებზეც საუბრობს.
„ეს არ არის მთავრობის პირველი ინიციატივა, რომელიც მოწოდებულია საგადასახადო შეღავათებით მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინიციატივა თავისთავად კარგია, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ეს არაა საკმარისი ქვეყანაში ახალი ინვესტორების მოსაზიდად და მსგავსი საკითხები განიხილება ინვესტიციების დაცულობის ხარისხთან ერთად, რასაც განსაზღვრავს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოქმედი სამეწარმეო, საფინანსო თუ სხვა კანონმდებლობა, საკუთრების ხელშეუხებლობა, კორუფციული რისკების დონე და სხვა ფაქტორები“, - აცახდებს ის.
დავით გელაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს საბანკო სექტორის როლზე.
„ცალკე გამოვყოფდი საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხს. ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ბანკებს საკმაოდ გამკაცრებული მიდგომები აქვთ. ხშირია ფაქტები, როდესაც არ უხსნიან ანგარიშებს ან არსებულ ანგარიშებს უხურავენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებასა და საქონელს ყიდულობენ და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კომპანიებს, ასევე კომპანიებს სპეციალური სავაჭრო სტატუსით, რომელთა სპეციფიკაც სწორედ უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებია. არადა თავის დროზე ეს სპეციალური რეჟიმებიც სწორედ მეტი უცხოური კაპიტალის და ბიზნეს ოპერაციების ჩვენს რეგიონში მოსაზიდად განხორციელდა, მარგამ დღეს თუ გადავხედავთ შედეგებს, ვერ ვიტყვით რომ აქ რამე მნიშვნელოვანი გარღვევა ან შთამბეჭდავი შედეგები მივიღეთ. ჩვენი დაკვირვებით ბანკებთან განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდება მომსახურების სექტორი, რომელიც საშუამავლო, პროგრამული, მარკეტინგული და ციფრული პროდუქტების მიწოდებას ახდენს საზღვარგარეთ. თუკი კომპანია იხდის ყველა საჭირო გადასახადს, არ არის AML რისკების სპეციალურ სიებში, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით. ვფიქრობთ, ბანკების მხრიდან მიდგომების შემსუბუქების გარეშე, ეს მართლაც კარგი ინიციატივა შესაძლებელია იმ მასშტაბით ვერ აღსრულდეს პრაქტიკაში, როგორ მოლოდინებსაც ახლა აჩენს“, - განმარტავს BDO Legal-ის პარტნიორი დავით გელაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?