მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა სებ-ის ახალი წევრების არჩევის გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო - ზურაბ ლალაზაშვილი

ზურაბ

სებ-ის საბჭოს ახალი წევრების ამ ფორმით არჩევა კითხვებს გააჩენს, -  ამის შესახებ აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა  BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ თქვა.

მისი მოსაზრებით,  პარლამენტმა სებ-ის ახალი წევრების, ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის არჩევის გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო.

„თუ პირები არ არის ისეთები რომლებიც ექვემდებარებიან საბჭოს წევრად არჩევას და ეს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით კეთება ეს ნიშნავს რომ პარლამენტი ეროვნულ ბანკში თავის უფლებამოსილებას ნორმალურად ვერ ახორციელებს, რადგან მისთვის სულ ერთია ვინ დაინიშნება“.

ეს პირები პრეზიდენტმა წარადგინა. არ ვიცნობ ამ ადამიანებს და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არც ის ვისი, რომ ეს ადამიანები პროფესიონალები არიან საბანკო სფეროში და რთულ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს შეძლებენ რაღაც ღირებულების შემატებას ეროვნული ბანკისთვის და იმ რეპუტაციული ზიანის შემცირებას რაც სებ-მა მიიღო.

დაწყებული პრეზიდენტისგან, ვინც წარადგინა, დამთავრებული პარლამენტამდე, რომელმაც მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება ვფიქრობ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა რომ საბჭოს წევრები დაკომპლექტებულიყო. ერთი იყო რომ ვიცე-პრეზიდენტები წავიდნენ და მეორეა, რომ ამ ფორმით დანიშვნა კიდევ ერთი დამატებითი დარტყმაა სებ-ისთვის, რაც კითხვებს გააჩენს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი უკვე დაუჭირა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. 

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. 

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა სწორედ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებას მოჰყვა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს. პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ; სამივე მათგანი  თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს. მათ გარდა, პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე უარი თქვა გიორგი ბაქრაძემ.
ეროვნული ბანკიდან ვიცე-პრეზიდენტების  წასვლიდან მეორე დღესვე, 21 სექტემბერს  ეროვნული  ბანკის საბჭოს  ახალ წევრებად  პარლამენტმა  ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩა, თან მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს არცერთი მათგანის ხედვა არ მოუსმენია და ორივე კანდიდატურის წარდგენაზე პრეზიდენტმაც უარი თქვა.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკის არჩევამდე კი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ადამიანი: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი დარჩნენ, რამაც საბჭოს ახალი წევრების არჩევის საჭიროება დააყენა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები