“ხელშეკრულებით გვეკუთვნის 149 მილიონი დოლარი. ფონდის მიერ ჩადებული თანხა დაგვიბრუნეთ” - დავით საგანელიძე მთავრობას შეახსენებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს “საპარტნიორო ფონდის” წინაშე $149 მილიონი დოლარი მართებს. სწორედ აღნიშნულ თანხას განიხილავს რეფორმირებული "საპარტნიორო ფონდი" მისი დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ.
დღეს "საპარტნიორო ფონდის" გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ წლების წინ “საპარტნიორო ფონდის” წინაშე აიღო ვალდებულება გამოესყიდა ფონდის მიერ “გარდაბნის თბოსადგურში” ჩადებული $61-მილიონიანი ინვესტიცია, თანაც ამ ინვესტიციის გამოსყიდვა რამდენიმე წლის ვადაში, 12.5%-იანი სარგებლით უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ დრომდე ინვესტიციის გამოსყიდვა არ მომხდარა და ფონდის წინაშე დაგროვილი ვალის ძირი და მასზე დარიცხული სარგებელი $149 მილიონ დოლარს აღწევს.
“ამას ხელს აწერს, ერთი მხრივ ფონდის დირექტორის ყოფილი მოადგილე ნათია თურნავა, მეორე მხრივ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე” - ამბობს დავით საგანელიძე.
გარდაბნის თბოსადგური, როგორც იურიდიული პირი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და მასში საპარტნიორო ფონდს 49%-იანი წილი აქვს, ნავთობისა და გაზის კორპორაციას კი 51%-იანი წილი. სადგური 2015 წლის სექტემბერში ამოქმედდა.
დავით საგანელიძე აცხადებს, რომ “საპარტნიორო ფონდმა” გარდაბნის თბოსადგურის და სხვა პროექტების დასაფინანსებლად, ირაკლი კოვზანაძის მმართველობის პერიოდში შვეიცარული ბანკის - Credit Suisse-სგან წლიურ 7.8%-ად $150 მილიონი დოლარი ისესხა, რომლის ვალსაც ფონდი არაერთი წელია იხდის და საიდანაც $30 მილიონია დარჩენილი.
ამასთან, საგანელიძის განცხადებით, ფონდს თავად “გარდაბნის თბოსადგურიდან” არცერთი თეთრის ფინანსური სარგებელი არ მიუღია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ფონდი არ ითხოვს სახელმწიფოსგან საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლას, ამის ნაცვლად საუბარია მხოლოდ იმ თანხის მიღებაზე, რაც ფონდს მთავრობისგან “ისედაც ეკუთვნის”.
ფონდის დაფინანსების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროექტი დაანონსა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ფონდს სახელი შეეცვლება და მას "საქართველოს განვითარების ფონდი" დაერქმევა.
დავით საგანელიძე “საპარტნიორო ფონდის” მიმართ მთავრობის $149 მილიონიან ვალზე:
“ისეთი პროექტი, როგორიცაა გარდაბნის თბოსადგური, მასში 49% არის საპარტნიორო ფონდის და მის მიერ არის დაფინანსებული. 51% არის ჩვენი შვილობილი GOGC-ის. როცა ეს პროექტი 60-61 მილიონი დაფინანსდა ფონდისგან, ამას ხელს აწერს ერთი მხრივ ნათია თურნავა, მეორე მხრივ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომ ფონდი დებს ამდენ მილიონ თანხას და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გამოისყიდოს ეს წილი 12.5%-იანი IRR-ით. ეს განაწილებულია 4-5 წლის განმავლობაში. დღეს ეს თანხა პროცენტის ჩათვლით ასულია $148-149 მილიონზე. მე მარტივად ვთქვი, რომ ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა.
ფონდმა მაშინ, როდესაც ეს ფული ჩადო, კრედიტი ავიღეთ კრედიტ სუისისგან. თანაც საკმაოდ მძიმე პირობებით მოხდა ამ სესხის აღება. ეს ბატონი ირაკლი კოვზანაძის მმართველობის პერიოდია.
მე მივხდი, რომ სხვა გამოსავალი არ იყო მაშინ, რადან რთული ფინანსური მდგომარეობა იდგა. ჯამში ჩვენ გვაქვს 7.8%-იანი განაკვეთი კრედიტ სუისის ამ სესხზე. ეს სახელმწიფო ფონდისთვის საკმაოდ მაღალი პროცენცია.
გასტუმრებულია 175 მილიონი და 30 მილიონი გასასტუმრებელია. მაგრამ ჩვენი ჩადებული ფული, გარდაბანში უკვე ასულია 149 მილიონ დოლარზე. არცერთი თეთრი დივიდენდი არ მიგვიღია.
ამასთან, GOGC-ის მიერ ხდება სუბსიდია ტარიფების, რაც საკმაოდ მნიშვენლოვანია სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ მთელი ეს სუბსიდია გადის ჩვენ ხარჯზე.
ჩვენი გათვლებით სუბსიდიაში 400 მილიონი დოლარია, ანუ 1.2 მილიარდი ლარი სუბსიდირებულია ჩვენ მფლობელობაში მყოფი საწარმოების მხრიდან. შესაბამისად, ამით დაფინანსდა გაზის და დენის ტარიფი.
ხელშეკრულებით გვეკუთვნის 149 მილიონი დოლარი. ფონდის მიერ ჩადებული თანხა დაგვიბრუნეთ. ან თუ ამას არ აბრუნებთ, მაშინ მოგვეცით საშუალება ჩვენთითონ ვმართოთ ეს კომპანიები, იგივე თუნდაც GOGC-ის, ან ვმართავთ ან IPO-ზე გავიტანთ და გავყიდით,”- აცხადებს დავით საგანელიძე.
"გარდაბნის თბოსადგურის" მშენებლობა $230 მილიონი დოლარი დაჯდა, სადგური ქვეყანაში მოხმარებული დენის დაახლოებით 10%-ს აწარმოებს. კომპანიის შემოსავალი 2020 წელს 232 მილიონი ლარი, მისი წმინდა მოგება კი 18.9 მილიონი ლარი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ