მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანელიძემ ჩინეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებთან საქმიანი საუბრები გამართა-საპარტნიორო ფონდი

5dc16bafe49c7
BM.GE
05.11.19 16:39
1023
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში იმყოფება და საქმიან შეხვედრებს მართავს.

ამის შესახებ bm.ge-ის ფონდიდან აცნობეს.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და საქართველო–ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის ხელძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საქმიანი საუბრები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ასევე, ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭონგ შანსთან და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ი-სთან.

„საპარტნიორო ფონდის" და მისი მენეჯმენტის შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მაღალი რანგის შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეებთან, კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან, აგრეთვე, პოტენციურ ინვესტორებთან“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.