მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება, შესაძლოა, მთავრობას 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდეს

5f0d5d6571b52
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.20 11:30
1151
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღების უფლება 1 იანვარმდე შეიძლება მიეცეს - ამას  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. 

შესაბამისი შეზღუდვების დაწესების უფლება პარლამენტმა მთავრობას თავდაპირველად 22 მაისს მიანიჭა, მაშინ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონსა და სისხლის სასამართლის საპროცესო კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე ექნებოდა. ხვალ ეს ვადა გადის, რის გამოც პირვანდელი კანონის ავტორებმა შექმნეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ანალოგიურ უფლებებს 2021 წლის 1 იანვრამდე ახანგრძლივებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება დაამტკიცოს ახალი შეზღუდვები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საუბარია გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული, ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა მინიმალურ შეზღუდვებზე, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.

დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არის არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობას პარლამენტის ნებართვა ესაჭიროება, ხოლო ამგვარი “წინასწარი ნებართვის” გაცემის პროცედურა კი არ არსებობს.

“ეს კანონი არაკონსტიტუციური იყო არამხოლოდ დღეს, როდესაც თარიღი იცვლება, არამედ ის არაკონსტიტუციური იყო, როდესაც ის "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა 15 ივლისამდე ვადით,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჯანდაცვის კომიტეტმა ამ კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა.