მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიუხედავად, შეზღუდვებს ნელ-ნელა შევამსუბუქებთ"

5ea018a395530
ინგა მურუსიძე
22.04.20 14:15
948
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიუხედავად, შეზღუდვებს ნელ-ნელა შევამსუბუქებთ, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ ქვეყანა მალე დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას.

"საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია, ამიტომ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ ამ პერიოდს დავხვდეთ მომზადებული, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნებოვნდეს ახალი კორონავირუსით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა პრეზიდენტს და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, პოზიტიური და დადებითი დინამიკის პირობებში შევამსუბუქებთ შეზღუდვებს, რითაც ხელს შევუწყობთ იმას, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს", - განაცხადა ჩიქოვანმა.