მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო ზომები ქვეყნის მასშტაბით დღის ბოლომდე, შესაძლოა კიდევ გამკცარდეს - პრემიერი

5e8ef404d3aac
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.20 14:25
11060
შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევის გამო საგანგებო მდგომაროების გამკაცრებას ეხებოდა.

პრემიერის განმარტებით, რეგიონალური კლასტერების რაოდენობა დღითიდღე იმატებს, ამიტომ დღის ბოლოსთვის არსებული შედეგებიდან გამომდინარე მოხდება გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, იმიტომ რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში... ვნახოთ რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, - განმარტა გიორგი გახარიამ.