04.დეკემბერი .2019 21:41

“საინვესტიციოდ მომწიფებული” - პაპაშვილი პროექტზე “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

views 1094
უკან

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ მთავრობის შეთავაზებას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ აფასებს. პაპაშვილი ამ ინიციატივას კარგ პოლიტიკას უწოდებს.

„მე ვფიქრობ ეს არის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის საქმე, რომ საპრივატიზაციო რაც არის დაამთავრონ, რაც შეიძლება ჩქარა, თუ რამე ჩარჩება ისიც მოიშორონ, ეს კარგი პოლიტიკაა და თუ გინდა საბაზროზე გადავიდეთ დროზე. თითოეულს ახლა რა ბედი ეწევა არ ვიცი, ალბათ მომზადებული იყო, ეს დამუშავებული პროექტებია, ვიღაცამ გააკეთა თავისთვის და მერე არ ჩადო ან ვერ ჩადო ინვესტიცია. კარგაად არის დამუშავებული, მომწიფებული არის საინვესტიციოდ“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურით არის წარმოდგენილი. პროექტის მიზანს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა