მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსმა“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ BM.GE-ს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის შესაბამის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა:
"საირმე მინერალ ვოთერსის“ მიერ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA) მხარდაჭერით მიღწეულ იქნა შეთანხმება გაფიცულ თანამშრომლებთან, რომლებიც ერთ დღეში სამუშაო პროცესს შეუერთდებიან.
წარდგენილი წინადადება და შეთანხმების პირობები წარმოადგენდა სრულიად მისაღებს გაფიცული თანამშრომლებისთვის და იმ მიზნისთვის, რომ კომპანიას მაქსიმალური დატვირთვით გაეგრძელებინა მუშაობა”, - აცხადებენ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში.
მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმების შესახებ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩართვაში პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძეც საუბრობს.
ცნობისთვის: „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის თანამშრომელთა ნაწილი ერთ თვეზე მეტია რაც გაიფიცა. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.
მათი ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც საშუალოდ 1500 ლარს შეადგენს. დამსაქმებელსა და გაფიცულ დასაქმებულთა შორის მოლაპარაკებები პერიოდულად იმართებოდა, თუმცა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საბოლოოდ საკითხის გადაწყვეტა დღეს მოხერხდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი