მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო რეესტრის სააგენტო თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღს ხსნის

62a44d269cea1
თელარა გელანტია
11.06.22 12:05
3241
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღს ხსნის.

როგორც სააგენტოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იწყებს ბაზრის კვლევას საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის 5-წლიანი მომსახურების გაწევაზე (საჭირო ინვენტარით აღჭურვით).

ბაზრის კვლევის მიზანია საბავშვო ბაღის მართვის საუკეთესო მეთოდოლოგიური პროგრამის მქონე და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციის გამოვლენა.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მაღალი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაცია, თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღს ხსნის.

საჯარო რეესტრი არის პირველი საჯარო უწყება, რომელიც თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაატარონ სამუშაო საათები და ამავდროულად თავიანთი პატარები საჯარო რეესტრის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იყვნენ“, - აცხადებენ სააგენტოში.