მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი გადაიდო

5e60b660765ce
ინგა მურუსიძე
05.03.20 12:20
743
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი გადაიდო.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდები 6-7 მარტს არ გაიმართება, ხოლო აღნიშნულზე ინფორმაცია 20 მარტს განახლდება.

„ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2020 წლის 6 და 7 მარტს არ ჩატარდება. განახლებული ინფორმაცია ვებ -გვერდზე განთავსდება 2020 წლის 20 მარტისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 200 220“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.