მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში ძლიერი ქარით შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა მიმდინარეობს

63bfd3763b102
ინგა მურუსიძე
12.01.23 13:26
585
უამინდობის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს საკომუნიკაციო სერვისები შეზღუდულად მიეწოდება. საქმე ის არის, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო „მაგთიკომის“ აბონენტების ნაწილს მომსახურება შეეზღუდა.

როგორც bm.ge-ს ენერგო-პრო ჯორჯიაში უთხრეს, ძლიერმა ქარმა გამოიწვია ელექტრო კაბელების დაზიანება, რის გამოც კომპანიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ კომპანიის ტექნიკური პერსონალი როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, ისე სხვა რეგიონებიდან, რომ დაზიანებები დროულად აღმოიფხვრას.

რაც შეეხება „მაგთიკომს“, კომპანიაში ამბობენ, რომ ქალაქ ფოთში სერვისის მიწოდების პრობლემაა, რაც თავის მხრივ ელექტროგადამცემი კაბელების დაზიანებას უკავშირდება. „მიმდინარეობს მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად“, - ამბობენ კომპანიაში.

სტიქიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ფოთის მერიაც: „ფოთში მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის გათავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. გრძელდება სამუშაოები ელ. ენერგიის აღსადგენად.

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის ცხელ ხაზზე:
0(493) 22 12 95 ( სამუშაო საათები: 09:00სთ- 18:00სთ)
ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:
ცენტრის უბანი -579 75 20 17;
მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;
კუნძულის უბანი - 551 41 11 02;
ნაბადის უბანი- 599 25 41 21.

ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ ღია სივრცეში გადაადგილებისგან.

მადლობა ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომელს, ვინც შეუჩერებლად აგრძელებს მუშაობას“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.