მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ "მაგთის", "სილქნეტსა" და "სელფის"?

მობილური ოპერატორები ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები
სტატიაში საუბარია:

2023 წლის 10 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 652 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 81 მილიონი ლარით ანუ 14%-ით მეტია.

კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში 5,455,943 აქტიური აბონენტია, რაც 2022 წელთან შედარებით 81,000 აბონენტით მეტია.

უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები მიმდინარე წლის 10 თვეში ასე ნაწილდება:

  • “მაგთი” - 2,285,857 აბონენტი, შემოსავალი 319,667,441 ლარი, წლიური ზრდა 14%;
  • “სილქნეტი” - 1,852,864 აბონენტი, შემოსავალი 226,863,930 ლარი, წლიური ზრდა 15%;
  • “სელფი” - 1,299,604 აბონენტი, შემოსავალი 104,115,690 ლარი, წლიური ზრდა 12%.

აბონენტების რაოდენობა წელს ყველაზე მეტად “სილქნეტს” გაეზარდა, რომელსაც 58 ათასით მეტი აბონენტი ჰყავს. აბონენტების ზრდით მეორე ადგილზეა “მაგთი”, რომელსაც 26 ათასი მომხმარებელი შეემატა, “სელფის” აბონენტების რიცხვი კი 21 ათასით შემცირდა.

მომხმარებლების გაზრდილ რიცხვთან ერთად მომატებულია ერთი აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალიც. “მაგთის” აბონენტი თვეში 14.56 ლარს იხდის (მატება 4 თეთრი), “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 12.76 ლარია (ზრდა 49 თეთრი), “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 8.77 ლარი (მატება 90 თეთრი).

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ მობილური ოპერატორების შემოსავალი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ხმოვანი ზარების განხორციელებაზე. მაგალითად 2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში 457 მილიონი სატელეფონო ზარი შედგა, რაც წლიურად 13 მილიონი ზარით ნაკლებია. ხმოვანი სერვისის შემოსავალი კი 10.5 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 0.8 მილიონი ლარით არის შემცირებული.

გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. 2023 წლის ოქტომბერში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 50,318 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 24%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები