მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო მეტ არგუმენტს ითხოვს, ახალ რეგულაციებსა და წამლის გაძვირებას შორის კავშირის დასანახად

5efb375181de0
ინგა მურუსიძე
30.06.20 17:20
707
ჯანდაცვის სამინისტროში მეტი საფუძველი სჭირდებათ იმის დასანახად, თუ რატომ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების ფასების გაზრდა მისი რეგისტრაციის ვადების ზრდამ, - საკითხზე მსჯელობა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს. "წამლის შესახებ კანონში" ინიცირებული ცვლილებებით, მედიკამენტის რეგისტრაცის ვადა 7-დან 30 დღემდე იზრდება.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბაჟო გადასახადი ძალიან მაღალია და თუკი წამალი საბაჟოზე 30 დღით უნდა იდგეს, გადასახადიც ძალიან მაღალი იქნება, რაც მედიკამენტის ფასზე აისახება.

"კოლეგები ამბობენ, რომ რეგისტრაციის ვადის გაზრდა დააბრკოლებს საბაჟო პროცედურებს. თუ ეს ასეა, გთხოვთ დავადასტუროთ ეს ამბავი, რადგან როგორც ვიცით, ჯერ რეგისტრირდება მედიკამენტი და შემდეგ ხორციელდება იმპორტი. ქვეყანაში რეგისტრირებილი მედიკამენტების 20-30% არის იმპორტირებული, დანარჩენის იმპორტი შეიძლება არც არასდროს მოხდეს. ჩვენ მეტი საფუძველი გვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ საბაჟოზე ტვირთის გაჩერებას რამდენად უკავშირდება ეს გაზრდილი ვადები და როგორ გამოიწვევს ეს შემდეგ მედიკამენტებზე ფასების მატებას", - მიმართა სექტორს თამარ გაბუნიამ.