18.მარტი .2020 15:02

S&P-ი წელს გლობალურ ეკონომიკურ რეცესიას პროგნოზირებს

views 342
უკან

მსოფლიოში გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი წელს გლობალურ ეკონომიკურ რეცესიას პროგნოზირებს, რაც კრონავირუსის გავლენით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

S&P-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე მარტში გაიზარდა. ეკონომიკის სტატისტიკური მაჩვენებლები ჯერ კიდევ ფრაგმენტულია, თუმცა იანვარ-თებერვალში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზირებულზე გაცილებით უარესი აღმოჩნდა.

"ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების, ბაზრებზე შექმნილი ტურბულენტობისა და გაზრდილი საკრედიტო სტრესის ფონზე, ვპროგნოზირებთ გლობალურ რეცესიას - მსოფლიოს ჯამური მშპ-ს 1-1,5%-იანი ზრდით", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

სარეიტინგო სააგენტოს მიხედვით, ტურისტული და საქმიანი ვიზიტების რაოდენობა დღითიდღე მცირდება, უქმდება მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები, რაც უარყოფითად აისახება ე.წ. სამასპინძლე სექტორზე. ახალი შეზღუდვების ფონზე ცარიელდება ოფისები და ფაბრიკები.