მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„S&P-ისა და Fitch-ის რეიტინგები იმის ინდიკატორია, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა“

5f4cbe5f4ef41
ვიქტორია მღებრიშვილი
31.08.20 13:13
786
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, S&P-მა განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა პერსპექტივა „სტაბილური“ და ეს მაშინ, როცა პანდემიის გლობალური გამოწვევის ფონზე, წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და სხვა ქვეყანას.

„S&P-ის, მანამდე კიდევ ერთი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვა იმის ინდიკატორია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ ძალიან დაბალი, მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა არის გადახდისუნარიანი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის სწორი, ეფექტური და დაბალანსებული. დაბალანსებული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი ოქროს შუალედი ანტიპანდემიურ შემზღუდავ ღონისძიებებსა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ კარგად გამოგვივიდა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივები არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.