მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო ბიზნესს მივცემთ გარანტირებულ დაკვეთას, თანხას კი განვადებით გადავიხდით - პრემიერი

620a14b29b100
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.22 12:30
4315
“მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ჩვენი მხიდან და ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. საუბარია, ხელშეკრულებების გაფორმებაზე სამშენებლო კომპანიებთან, სადაც დამკვეთი სახელმწიფო იქნება, თანხას კი ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის კომპანიები რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ.

პრემიერის თქმით, ამ პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარი იქნება, შედეგად, მთავრობა მთავრობა შემჭიდროვებულ ვადებში 4-5 წლის გასაკეთებელს “ერთ წელში გააკეთებს”.

“ჩვენი მიზანია საჯარო და კომუნალური მშენებლობების წახალისება და დარგში კონკურენციის გაზრდა. ამ მხრივ ჩვენ დამატებით 500 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე ინვესტირრებას ვგეგმავთ წელსვე,

დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე პოლიციისთვის გვაქვს ასაშენებელი ახალი ობიექტები და საცხოვრებლები. ამიტომ ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მათ შეუძლიათ დამატებით შეუძლიათ მოიზიდონ ფინანსური რესურსი ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ჩვენი მხრიდან და ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. ჩვენ ამის გამოცდეილება გვაქვს, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ჩემი მინისტრობისას განვახორციელეთ. 4-5 წლის გასაკეთებელს გავაკეთებთ ერთ წელში.

ეს 1-დან 2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი იქნება,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პროგრამის შესახებ ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი. BMG შეეცდება გაარკვიოს უშუალოდ რა სქემით განიხილავს მთავრობა უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას.